კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტე კლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბოძს შეეჯახა. მანქანაში შაკო კავთიაშვილი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „ვსა“-ს U18 გუნდის ნიჭიერი კალათბურთელის, შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვსა-ს სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს ამ უმძიმეს წუთებში.
შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები“, – ვკითხულობთ ტექსტში.
