გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „რუსთავის“ ყოფილი წევრი, ლევან სამყურაშვილი.
ლევან სამყურაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს ანსამბლი „რუსთავი“ და მუსიკოსის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც ანსამბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლევან სამყურაშვილი იყო შესანიშნავი მუსიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ანსამბლ „რუსთავის“ ყოფილი წევრის, უფროსი თაობის გამორჩეული მომღერლისა და შემოქმედის, ბატონი ლევან სამყურაშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი ლევანი შესანიშნავი მუსიკოსი და ანზორ ერქომაიშვილის ერთგული თანამოაზრე იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურის განვითარებაში.
ვუსამძიმრებთ ლევან სამყურაშვილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს“, – აღნიშნულია ანსამბლ „რუსთავის“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ანსამბლ „რუსთავის“ ყოფილი წევრის, უფროსი თაობის გამორჩეული მომღერლისა და შემოქმედის, ბატონი…
Posted by Ensemble Rustavi on შაბათი, 06 დეკემბერი, 2025
ლევან სამყურაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მუსიკოსის რძალი, უმცროსი ლევან სამყურაშვილის მეუღლე, ტელეწამყვანი ირინა ტორონჯაძეც.
„პანაშვიდი: სამშაბათი/ოთხშაბათი თბილისი, სათემოს ქუჩა 5, ელია. გამოსვენება: ხუთშაბათს,14:00, ქაშვეთის ეკლესიიდან.
ჩემი ლევანის უსაყვარლესი მამა გარდაიცვალა. ჩვენი დიდი ლევანი, უნიჭიერესი და გამორჩეული ადამიანი. ყველაზე მეტად თავის ბიჭებთან ერთად სიმღერა ეამაყებოდა“, – წერს ირინა ტორონჯაძე სოციალურ ქსელში.
პანაშვიდი: სამშაბათი/ოთხშაბათი თბილისი, სათემოს ქუჩა 5,ელია გამოსვენება: ხუთშაბათს,14:00, ქაშვეთის ეკლესიიდან ჩემი…
Posted by Irina Toronjadze on შაბათი, 06 დეკემბერი, 2025
