LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: „მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს“

592
ალუდა ღუდუშაური და მიშა მშვილდაძე

„მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს – ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მაგ ცრუპენტელას განცხადებები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი: „ძალადობას ახალისებს ელჩი და ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი“

აღნიშნულით იგი  ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

„მე ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, ვცემე მიშა მშვილდაძე – მიზეზია ისაა, რომ აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“ – მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავდასხმის შესახებ Facebook-ზე წერს

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, მშვილდაძე „ქვეყნის ღირსებას უშვერი სიტყვებით ლანძღავს“, ამიტომ რისკები უნდა გაზომოს:

„რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ – ყოველგვარი და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

„ჯერ ერთი პატრიარქისთვის არ შემიგინებია. ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, როცა შესაბამისად მოიქცევა და ა.შ.“

ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს.

ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს – არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

ცნობისთვის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, მას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლითაა აღძრული – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ოცნება“ რაც უფრო კარგავს ხალხის მხარდაჭერას, უფრო აგრესიული ხდება – დავით ჭიჭინაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g