„სამწუხაროდ, არსებობს ორმაგი სტანდარტი. თურმე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს ხალხს, ეკლესიას, ტრადიციებს, მათ შორის ფიზიკურად იძალადოს პოლიციელზე, მოლოტოვის კოქტეილები ესროლოს მათ. ეს ყოფილა თურმე გამოხატვის თავისუფლების ფორმა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ძალადობას ელჩი და ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ახალისებს.
„ამას, რაც ყველაზე მთავარია, ახალისებს ელჩი, ახალისებს ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ახალისებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. რა თქმა უნდა ძალადობა არის დასაგმობი ყველა შემთხვევაში, ყველას მხრიდან, მაგრამ შენ რომ აწარმოებ სიძულვილის ენას და სიძულვილის ენას არ გმობ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და მიუღებელი“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის თემა.“