მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას აფასებენ.
უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი “პირდაპირ თუ ირიბად “ნაციონალური მოძრაობის” ბულინგის ქვეშ მოექცა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, რადგან მან რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად განახორციელა, ღუდუშაური პასუხობს:
“როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა “ნაციონალური მოძრაობის” ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მისი განცხადებები და ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, მაშინ ეს შესწავლას საჭიროებს და თუ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუცია დარღვეული, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა უპირველესი და უზენაესია.
საკითხი, რომელზეც მან ისაუბრა და მასში მოყვანილი ფაქტები, შესწავლას საჭიროებს და თუ ეს მართლაც ასეა, ასეთ შემთხვევაში ვისი საქმიანობაც მოვა კონსტიტუციასთან და კანონთან წინააღმდეგობაში, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა, მით უფრო მაშინ, როცა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია”, – განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და პირადი კონტაქტები გამოიყენა.
ვრცლად პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის შესახებ:
13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე
ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია