LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ იმის აღიარებად, რომ ოპოზიციის ქმედებები არის მარცხისა და კრახისთვის განწირული

145
ჰაჰაჰაჰა

ოპოზიციურ ლანდშაფტს თუ გადავხედავთ, მივიღებთ ძალიან მკაფიო სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ ოპოზიციაში არანაირი ერთობის არც შანსი არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ იმის აღიარებად, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი და მათი ქმედებები არის მარცხისა და კრახისთვის განწირული.

ჯაფარიძე: „წელს დიდი ერთობის პირობები არ ჩანს.. საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით”

„ოპოზიციურ ლანდშაფტს თუ გადავხედავთ, მივიღებთ ძალიან მკაფიო სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ ოპოზიციაში და ამ სპექტრში არანაირი ერთობის არც შანსი არსებობს, ხოლო პირები, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ, ზოგიერთი ერთმანეთთან იმდენად არის დაპირისპირებული, ხედავთ, რა ვითარებაა. მეორეს მხრივ, ეს ადამიანები საზოგადოების თვალში არანაირად არ სარგებლობენ იოტისოდენა ნდობითაც კი, რომლითაც შანსი ექნებოდათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ და რაიმე გარდატეხა შეიტანონ ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ აღიარებად იმისა, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი და მათი ქმედებები არის პირწმინდა მარცხისა და კრახისთვის განწირული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები