ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, რევაზ ჩელებაძეს წელს საიუბილეო წელი აქვს – ვეტერანი ფეხბურთელი 70 წლის ხდება.
აღნიშნულ საიუბილეო თარიღს ეხმაურება მუსიკოსი გია ბაღაშვილი და სოციალურ ქსელში ფეხბურთელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და უსაყვარლესი პიროვნება, ჩემი უფროსი მეგობარი რეზო ჩელებაძე. წელს საიუბილეო წელი აქვს „ჩელეს“ – 70 უსრულდება.
დიდხანს კარგად გვყავდე, ჯანმრთელი და გახარებული, ჩვენო საამაყო კაცო!“, – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.
გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და უსაყვარლესი პიროვნება, ჩემი უფროსი მეგობარი რეზო ჩელაბაძე. წელს საიბილეო წელი აქვს "ჩელეს" – 70 უსრულდება. დიდ ხანს კარგად გვყავდე, ჯანმრთელი და გახარებული, ჩვენო საამაყო კაცო!
Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025