მომღერალი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას სთხოვს მხარი დაუჭირონ ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ტოპ 24 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრილ ქართველ მომღერალს ნუცა ბუზალაძეს.
„ძვირფასო მეგობრებო!
მინდა გთხოვოთ, ყველამ მხარი დავუჭიროთ ჩვენს უნიჭიერეს და უმაგრეს გოგოს, ნუცა ბუზალაძეს. მოგეხსენებათ, ნუცა მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეგა პროექტში American Idol, სადაც მან უკვე უდიდესი რამ შეძლო – 24 საუკეთესოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი და ერთადერთი არაამერიკელი კონკურსანტია, რომელმაც ამ ეტაპზე გასვლა მოახერხა!
ახლა დადგა დრო, როცა ყველას, მათ შორის ქართველებსაც, შეგვიძლია ხმის მიცემა ჩვენი ფავორიტის სასარგებლოდ. ხმის მიცემის დეტალები იხილეთ ამ პოსტის ქვემოთ დართულ ბმულში მოცემულ სტატიაში.
დავუდგეთ გვერდით ნუცა ბუზალაძეს და დარწმუნებული ვარ, მისი საოცარი მიღწევებით მთელი საქართველო ვიამაყებთ!“, – წერს გია ბაღაშვილი.
ძვირფასო მეგობრებო!მინდა გთხოვოთ, ყველამ მხარი დავუჭიროთ ჩვენს უნიჭიერეს და უმაგრეს გოგოს, ნუცა ბუზალაძეს. …Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on Monday, 17 April 2023