გია ბაღაშვილი ილია თოფურის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბაღაშვილი აღნიშნავს, ილიამ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზი გააკეთა.
გია ბაღაშვილი ასევე წერს, რომ ილიას გამოჩენამ სტადიონზე საოცარი მუხტი შემოიტანა.
„აი, ამ მაგარ ბიჭს გაუმარჯოს, საამაყო პიროვნებას, ჩემპიონს, ღირსეულ კაცს, ჩვენს ილია თოფურიას, რომელსაც არც ქართველობა ეშლება, არც ჩხუბი, არც მეგობრობა და თანადგომა. იმხელა მუხტი შემოიტანა სტადიონზე მისმა გამოჩენამ, საოცრად გააღვივა ყველაში გამარჯვების სულისკვეთება და პროგნოზიც რა ზუსტი გააკეთა – 2:0 მოვიგებთო თქვა და მოვიგეთ კიდეც!
მრავალი გამარჯვება გვეზეიმოს ილია შენთან ერთად, მრავალი ღამე გვეთენებინოს შენი წარმატებული ასპარეზობის ცქერაში. სულ ამ საჩემპონო ქამრით დამშვენებული გვენახე და კიდევ არაერთი ქამარი მიგემატებინოს შენს სამომავლო კარიერაში! გვეამაყები!“ – წერს გია ბაღაშვილი.