მუსიკოსი გია ბაღაშვილი გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს ხოლმე შვილების წარმატების შესახებ ამბებს. ამჯერად, გია ბაღაშვილი მარიამის შესახებ წერს. გოგონას სკოლაში ზეიმი ჰქონდა.
„დღეს ჩემს მარიამს სკოლაში ზეიმი ჰქონდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საშობაო და საახალწლო ტრადიციები გააცოცხლეს კლასელებმა. უსაყვარლესები იყვნენ ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი პატარები.❤️
საფინალო მრავალჟამიერში ბანის თქმის პატივი მეც მერგო.❤️
ყველას გილოცავთ ბარბარობასა და დამდეგ შობა-ახალ წელს!❤️ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიხარული თქვენ და თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს!❤️“, – წერს გია ბაღაშვილი.
გია ბაღაშვილი: „ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში…“
„დახატული გოგონები“ – როგორ ერთობა გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად
გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად მოგზაურობს: „ჩემი ნინი და ლიზა პირველად მყავდა რომში…“
