„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ინტერვიუს მუსიკოს გია ბაღაშვილთან.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან.
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თუ გრჩებათ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის.
ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც უაღრესად დატვირთული ვარ, მაინც მაქვს საშუალება, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მათ დავუთმო. ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია.
რას უნდა ველოდოთ ახალს გია ბაღაშვილისაგან?
9 ოქტომბერს, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართება ჩემი ლექცია თემაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტში წავიკითხე: “საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი”. დაგეგმილი მაქვს ლექციები ესპანეთში, საბერძნეთში, პოლონეთსა და ესტონეთში; ამასთან, გრძელდება ყოველდღიური მუშაობა სატელევიზიო გადაცემაზე “ჩვენი შოუ”; ინტენსიურად ვმუშაობთ ტრადიციად ქცეულ “იუმორინას” საახალწლო კონცერტზე. გარდა ამისა, ინტენსიურად ვმუშაობ ჩემს მონოგრაფიაზე, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის საკითხებს ეძღვნება.
„დახატული გოგონები“ – როგორ ერთობა გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად
გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად მოგზაურობს: „ჩემი ნინი და ლიზა პირველად მყავდა რომში…“