LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს: „ჩემი მაესტრო” – ასე მომმართავდით, არადა, მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს…“

385
გია ბაღაშვილი და ჯემალ ღაღანიძე

გია ბაღაშვილი წლების წინ ჯემალ ღაღანიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მსახიობს ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„კიდევ ერთმა დიდმა პიროვნებამ დაგვტოვა…

ბატონი ჯემალ ღაღანიძე აღარ გვყავს!

ეს საოცარი კაცი, სიკეთით სავსე, თბილი, გვერდში მდგომი, სიხარულის მფრქვეველი… დიდებული არტისტი!

მშვიდობით, ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის.

მადლობა უსაყვარლესი როლებისთვის, გვერდში დგომის ფანტასტიკური ნიჭისთვის…

ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობისა და მეგობრობის პატივი მერგო. „ჩემი მაესტრო” – ასე მომმართავდით, არადა, მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს, საქმის მიმართ თავდადებას, მაყურებლის პატივისცემას, სიხარულისა თუ ტკივილის ღირსეულად გადატანას…

გზა მართალს გამყოფოთ გამჩენმა…“

გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები