LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

431
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…

ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.

ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

ჯემალ ღაღანიძე: „თუ ჩვენს ქვეყანას არ მოვუარეთ და ახალგაზრდებისთვის აქ გასაძლისი არ იქნება, მაშინ ავდგეთ და საკუთარი ხელით ავაფეთქოთ“

88 წლის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს საკუთარ გულისტკივილს საქართველოს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით

განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);

გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.

ჯემალ ღაღანიძეს 2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მსახიობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები