LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა, იმპროვიზაცია, სპეციალური სტუმარი და აღფრთოვანებული აუდიტორია – ბექა გოჩიაშვილის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

799
ბექა გოჩიაშვილი

იმპროვიზაცია, პრემიერა, კონცერტისთვის სპეციალურად მომზადებული კომპოზიციები და აღფრთოვანებული აუდიტორია – ცნობილმა ჯაზპიანისტმა, ბექა გოჩიაშვილმა ქართველ მსმენელს მორიგი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო აჩუქა.

ვიდეო: „რამდენიმე საათში სრული სიგიჟე“ – დღეს რუსთაველის თეატრში ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართება – ნახეთ კადრები რეპეტიციიდან

21 მარტს, რუსთაველის თეატრის სცენაზე აუდიტორიამ ბექა გოჩიაშვილის, ბას-გიტარისტ ლევან დეისაძისა და დრამერ ზაზა ცერცვაძის შესრულებით შესანიშნავი კომპოზიციები მოისმინა.

მუსიკოსების მიერ შესრულებულ თითოეულ კომპოზიციას მსმენელის უდიდესი ოვაციები მოჰყვა.

ბექა გოჩიაშვილმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა:

„დიდი მადლობა.. დღეს, ჩემი თემებიდან, უმეტესად, ისეთ კომპოზიციებს ვუკრავთ, რაც ახალი, ან ოდნავ ძველია და რაც მხოლოდ მე მქონდა მოსმენილი, ასე რომ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დღეს მათი პრემიერაა, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, მათს მოსასმენად რომ მოხვედით“, – აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საღამოს დაუკრა სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულმა გიტარისტმა ლაშა დეისაძემ, რომლის სოლო შესრულებასაც ასევე აღფრთოვანებით შეხვდა აუდიტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები