LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბურჯანაძე: „2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტოტალურ დაშინებას მიაღწია, ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი, ადამიანებს დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის“

280
გია ბურჯანაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე

„2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტოტალურ დაშინებას მიაღწია – ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი“, – ამის შესახებ მსახიობმა, გია ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.

ალუდა ღუდუშაური: „შეიძლება ქართველმა თავისი მატერიალურის 100% გაიღოს, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების, ამაში წააგეს „ნაცებმა“, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, ისტორიას, ეკლესიას, რწმენას“

ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.

„ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი. სამსახურიდან ხსნიდნენ ადამიანს, ხალხს ეშინოდა ტელეფონზე ლაპარაკის. ბიზნესი კი არა, დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის.

ჩემი მეგობრის მეუღლეს ჩამოართვეს მანქანა იმიტომ, რომ მოდიოდა, მხარს გვიჭერდა. ეს პრეცედენტი შექმნეს, რომ ერთი წელი შემდეგ ჩამკვდარი იყო ყველაფერი საქართველოში. ტოტალური შიში იყო,“ -განაცხადა გია ბურჯანაძემ.

ნონა გაფრინდაშვილი: „რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია – ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g