LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დანელია ფარულ ჩანაწერზე: პაციენტთან კბილის პროთეზზე ვსაუბრობდი [ვიდეო]

563
daneliagia

ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ადგილობრივი საკრებულოს წევრის, გია დანელიას დაკითხვა დასრულდა. დანელიას იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა და სადაც, სავარუდოდ,ისმის დეპუტატის მითითებები ამომრჩევლის დაშინებასთან დაკავშირებით.

დაკითხვიდან გამოსული დანელია აცხადებს, რომ ჩანაწერი მონტაჟია. ის უარყოფს წინასაარჩევნოდ მსგავს შეხვედრას.

დანელიას თქმით, პროფესიით ექიმია, კერძოდ კი, სტომატოლოგი.მისივე განმარტებით, 2017 წელს მას დაუკავშირდა პაციენტი ბაადურ რაფავა,რომელთანაც საუბარი ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა არა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასა და დაშინებაზე.

საკრებულოს წევრი ირწმუნება, რომ მხოლოდ ექიმის და პაციენტის ურთიერთობიდან გამომდინარე საუბრობდნენ კბილის პროთეზზე.

“ის გახლდათ ჩემი პაციენტი, 15 წლის წინ  გავუკეთე კბილების პროთეზირება. მან დაახლოებით ორი წლის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდა კონსულტაციის სურვილი. ვისაუბრეთ პოლიკლინიკის წინ დაახლოებით 20-30 წუთი, ვისაუბრეთ სხვა თემებზე, თხილის შეწამვლაზე, ვინაიდან ჩემი თანასოფლელია.

ვიდეო როცა გავაანალიზე, ვიფიქრე, რომ გახლავთ სწორედ ეს პიროვნება, რომელიც მე დავასახელე. თუ რაფავას ექნება სურვილი, მოვიდეს და თქვას სიმართლე. მან ჩემი ხმის ჩანაწერი გააკეთა, ამ ხმის ჩანაწერზე შემდეგ გააკეთა მონტაჟი, ფაბრიკაცია გააკეთა და დაადო მისთვის სასურველი ტექსტი, რომელიც იყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ჩემი დისკრედიტაციისთვის,“ – განაცხადა გია დანელიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერის გამო „რუსთავი 2-ს“ უჩივლებს.

გამოძიება პროკურატურამ 14 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. დანელია აღნიშნულ საკითხზე პროკურატურაში მეორედ დაიკითხა.

ფარული ჩანაწერის გამო, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ გია დანელიასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.

 

 

ფოტო: “ინტერპრესნიუსი”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები