LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჟორჟოლიანი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციას დაუპირისპირდა

67

გია ჟორჟოლიანი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციას დაპირისპირდა, უმრავლესობის წარმომადგენლის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების მისამართით გარკვეულწილად საყვედური გამოთქვეს.

მათი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებზე არ აქტიურობს, მუდმივად არ აყენებს საკითხს, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს, შესაბამისად, ამან განაპირობა ის, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია ადამიანის გატაცების ფაქტები და რამდენიმე დღის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა.

უმრავლეობის წარმომადგენლებმა სოსო ქაცარავამ და კობა კობალაძემ აღნიშნეს, რომ ოპოზციის პრეტენცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“რას ვაკეთებთ საერთაშორისო ფორუმებზე, ამაზე მეტყველებს ის დაუყონებლივი რეაქცია, რაც მოყვა ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,”- განაცხადა სოფო ქაცარავამ, თუმცა, ეს რეპლიკა გია ჟორჟოლიანისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მან ხმამაღალი ტონით დაიწყო ოპოზციის მიმართ პრეტენციების გამოთქმა, რომ რაც ხდება სწორედ მათი ბრალია და მათგან საყვედურები უსაფუძვლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g