ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში მსახიობ გია გოგიშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაქარის მამის, ბონდოს როლს თამაშობს, რომელმაც ნუნუკას უღალატა და სხვა ქალთან ერთად გაიქცა, ახლა კი ოჯახში დაბრუნება სურს.
გია გოგიშვილი სერიალში ორი წელი არ გამოჩენილა და სიუჟეტური ხაზი იმისთვის შეცვალეს, რომ ის სამუშაოდ ისრაელში გაემგზავრა, ახლა კი უკან დაბრუნდა.
გია გოგიშვილი:
„სერიალიდან რომ წავედი, მაშინ უფრო ცნობილი გავხდი. ისრაელშიც დამსდევდნენ, ბონდო აქ ყოფილაო. ყველა ჩემთან იღებდა ფოტოს და ვხუმრობდი, ფული გადამიხადეთ, მაიმუნივით ვარ-მეთქი. მერიდება ტრანსპორტით მგზავრობა, ფულს არ მართმევენ. ისრაელშიც მირეკავდნენ, პოლიტიკური ნიშნით ხომ არ გაიქეცი, რა გიქნესო?!“
როგორც ჟურნალის რესპონდენტი აღნიშნავს, ისრაელშიც თეატრში მუშაობდა, მაგრამ არა საკუთარი პროფესიით, რადგან ენა არ იცის, ბოლოს დირექტორის მოადგილე გახდა, თუმცა თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა და თბილისში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გადაღება დაუნიშნეს.
გია გოგიშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
