ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ მორიგ პოსტში, პოლიტიკური ნიშნით მშობლების შეურაცხყოფის საკითხზე, შვილების რეაქციებთან დაკავშირებით წერს.
„მე მესმის, რომ ადამიანს „უტყდება“ რუსეთუმეს რომ ეძახიან და ეს მის შვილებს ესმით. შვილებს კი „უტყდებათ“ თავის მეგობრებთან, რომ მამამისს ასე მოიხსენიებენ…
უამრავი შეურაცხყოფა და ცილისწამება მომისმენია და დღემდე ვისმენ ჩემს მიმართ. მაგრამ ჩემმა შვილმა იცის, რომ ეს ტყუილი და ცილისწამებაა.
ამიტომ არც არასოდეს შემრცხვენია და ჩემი შვილიც ყოველთვის წელგამართული იყო და არის.
პრობლემა ის კი არ არის, რას გეძახიან… პრობლემა ის არის, თუ ამას იმსახურებ..,“ – წერს გია ხუხაშვილი.