LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია კორკოტაშვილი გაუპატიურების მუქარაზე: „არაფერი საბოდიშო არ მაქვს…“

107

გია კორკოტაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში მის წინააღმდეგ გამოთქმულ შეფასებებს უპასუხა. კორკოტაშვილი აღიარებს, რომ ის სიტყვები, რაც თათია დოლიძის მიმართ გამოიყენა, მას ეკუთვნის და აღნიშნავს, რომ ამის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ის ამბობს:

„ორ ადამიანს შორის მიდიოდა პრივატ-ლაპარაკი, შეფასება. მე შეიძლება, თემაში იქ დავწერე – მოსაკლავია… არა, მოსაკლავია კიდევ კარგი, არ დამიწერია, ცოტა უზრდელურად დავწერე… ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში… ან იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენო… დამუქრება არის, როცა ადამიანს პირადად დაურეკავდა ეტყვი, მე შენ ამას და ამას გიზამო. ორ ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელურიც თუ არის და გინებით თუ გამოვხატავ, ვისი რა საქმეა ერთი, გამაგებინეთ… მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი, არც არაფერი. მეორეც – ის სიტყვა, რაც მაქვს ნახმარი, თქვე მართლა ტვინიდან დაავადებულებო, პედოფილად რომ გამომიყვანეთ… არაფერი საბოდიშო არა მაქვს, ორ ადამიანს შორის მესამე რა ტექსტით იყო მოხსენიებული“.

https://www.facebook.com/manqieri/videos/vb.100000382197416/1474743255881733/?type=2&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები