გია მაისაშვილი შიმშილობს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩანს, პოლიტიკოსი არ ეგუება იმ დიაგნოზს, რომელიც ექიმებმა დაუსვეს და ეს გადაღებულ ფოტოზეც კარგად ჩანს, სადაც მხიარულად გამოიყურება.
„დღეს ვამთავრებ, შიმშილობის ბოლო, მეათე დღეა. ათი დღეა, წყლის მეტი პირში არაფერი ჩამიშვია. ერთი წლის წინ ჩატარებულ 40-დღიან შიმშილობასთან შედარებით, ეს დილის გასეირნებას ჰგავდა.
როგორ ვარ? ა, ასე , სტამბოლის კაჟივით. რაც 14 წლისამ ტანვარჯიშს თავი დავანებე, შპაკატში არ ჩავმჯდარვარ და ახლა ისევ ვჯდები, ან ეს ჩემი ცოდვით სავსე ექიმები ცდებიან დიაგნოზში, ან მე არ ვარ მთლად ნორმალური. რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია – „რი გადავარდა, რა გადმოვარდაო“, მეც ეგრე ვაარ. ერთი ვიცი – ნებით მე არ ვნებდები და ძალით არც ისეთი ადვილი გასაყვანი ვარ. მადლიერი ვარ ყოველი წუთისთვის, სიცოცხლე მშვენიერია!!! რა ლამაზი დღეააა!
გაიხარეეეთ!“ – აღნიშნავს გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში.