გია მაისაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, მის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
“გიო აღარ გვყავს… დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული…” -ნათქვამია გია მაისაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლიდერთა სკოლის დამფუძნებელს ავთვისებიანი სიმსივნე 2015 წელს დაუდგინა.