LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „ადამიანის მთავარი უფლებაა, რომ ბედნიერი იყოს – სხვათა ინტერესების დაზიანებისა და უარყოფის გარეშე“

193
ing (2)

„ღმერთს სთხოვე და შენც შეეცადე, რომ უფლების გამოყენების შესაძლებლობა გქონდეს.
ადამიანის მთავარი (დაბადებიდან თანდაყოლილი) უფლებაა, რომ ბედნიერი იყოს – სხვათა ინტერესების დაზიანებისა და უარყოფის გარეშე“, – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„გამარჯვებული არის ის, ვინც დამარცხდა და კიდევ ერთხელ სცადა“ – 3 რამ, რაც წარმატებისთვისაა საჭირო: გია მურღულიას მონოლოგი 

„ეს ვიცი, მაგრამ თუ ამ უფლების აღსრულების შესაძლებლობა (შესაფერისი გარემო, საკუთარი განწყობა და ძალა, შესატყვისი ცოდნა და გამოცდილება) არ მაქვს, ვერაფერს მივაღწევ და სისავსის ნაცვლად სიცარიელე დამრჩება.

ღმერთი და სამყარო მქმნიან, მაგრამ, ამაზე არანაკლებ, მეც ვქმნი საკუთარ თავს – ამას ჩემი თავისუფალი ნება განსაზღვრავს. თან ყოველდღე ვქმნი.

კარგ, გონიერ, თავისუფალ და საინტერესო ადამიანად ყოფნის კულტურას პაუზები არ უხდება.

არ ვარგა ასე ფიქრი: „მე დავიღალე საკუთარი ადამიანობით“.

ეს არ არის სიზარმაცე ან პესიმიზმი – ეს სიკვდილამდე სიკვდილია.

ადამიანში ღმერთის ენერგია არ უნდა დაიღალოს! სხვაგვარი განწყობა „ავნებს ხორცსა, მერმე – სულსა“ (ანუ – წუთისოფელში ცხოვრებასაც და მარადიულ ზესთასოფლურ ყოფნასაც).

არ დაღალო სიკეთე, სიყვარული, ღირსება და პასუხისმგებლობა – ისინი ქმნიან შენს ადამიანობას“, – წერს გია მურრულია სოციალურ ქსელში.

 

ღმერთს სთხოვე და შენც შეეცადე, რომ უფლების გამოყენების შესაძლებლობა გქონდეს.

ადამიანის მთავარი (დაბადებიდან…

Posted by გია მურღულია on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2024

 

გია მურღულია: „ცოდნას სიკეთესთან ერთად აქვს აზრი – უამისოდ მხოლოდ მეხსიერებაა“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები