ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ მეტი ცოდნა მეტი დარდია, თუმცა განათლებით დაბადებული დარდი უვიცის სიხარულს აღემატება.
„მეტი ცოდნა მეტი დარდიაო, ამბობენ ძველები. რამდენ ახალ კარსაც შეაღებ, იმდენი უცნობი სივრცე გამოჩნდება და თანდათან მიხვდები, რა შორს არის ადამიანისგან სრულყოფილება.
და მაინც – თუნდაც ამის მისახვედრად ღირს, ყოველდღე ისწავლო რაღაც.
განათლებით დაბადებული დარდი აღემატება უვიცის სიხარულს“.