LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „ჯვრების მარტო ქუჩებში დადგმა არ გამოგვადგება, გულშიც უნდა იდგას ჯვარი…“

145
giamurgulianews45

ცნობილი ფილოლოგი, გია მურღულია „პირველი არხის“ დილის გადაცემას ესტუმრა და ბოლოდროინდელი მოვლენები შეაფასა.

გია მურღულია:

„უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს მხოლოდ  ზოგადი ფრაზა არ არის. ეს არის ჩვენი თითოეული კონკრეტული სიცოცხლის მთავარი კრედო. თუ არ არის, უნდა იყოს. როგორმე უნდა მოვახერხოთ ეს. სიძულვილის ენა, ძალადობა, მუდმივი თავში ჩარტყმა რაღაცების… ერთხელ ვთქვი „ტელესკოლაში“, რომ ჯვარს ჰორიზონტალური ღერძი რომ გამოაცალო, მარტო ჯოხი შეგრჩება ხელში და ღმერთის ძალით და ღმერთის სახელით ვიღაცას ჩასცხებ თავში. ვერტიკალური ღერძი გამოხატავს ღვთის სიყვარულს, ჰორიზონტალური – მოყვასის სიყვარულს, ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარს. არ გამოვაძროთ ჯვარს ჰორიზონტალური ღერძი, თორემ ჯვრების მარტო ქუჩებში დადგმა არ გამოგვადგება, გულშიც უნდა იდგას ჯვარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g