LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „მადლობა თქვი, რომ შეგიძლია ისწავლო, რადგან ვინც არ სწავლობს, უკვე მკვდარია“

418
-2022-08-10_11-57-45_401578

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელის მეშვეობით ხშირად გვიზიარებს საინტერესო და საჭირო რჩევებს.

ამჯერად, გია მურღულია მადლობის მნიშვნელობაზე ავრცელებს საკმაოდ დამაფიქრებელ პოსტს.

„მადლობა თქვი, რომ ბევრი რამ იცი – ეს გაბედულებას გძენს და შესაძლებლობას გაძლევს, მართებულად იფიქრო და იმოქმედო.

მადლობა თქვი, რომ უფრო მეტი არ იცი – ეს ადამიანისთვის ყოველთვის საჭირო სიფრთხილეს გძენს და მომავალი მოქმედებისათვის შემეცნების წყურვილს გიღვიძებს.

მადლობა თქვი, რომ ღმერთმა გაჩუქა უნარი, ერთმანეთისგან გაარჩიო, რა იცი და რა არა – ეს ამპარტავნებისგან გიცავს და გეხმარება, გონივრულად და თანმიმდევრულად განვითარდე.

დაბოლოს – მადლობა თქვი, რომ შეგიძლია ისწავლო, რადგან ვინც არ სწავლობს, უკვე მკვდარია“, – წერს გია მურღულია.

რა არის ადამიანის 3 ძირითადი მტერი – გია მურღულიას განმარტება

“არ მოკლა ბავშვი შენში” – გია მურღულია ბებიებსა და ბაბუებს 5 რჩევას უზიარებს

ადამიანის განვითარების ერთ-ერთი გზა არა მხოლოდ რაღაცების შეძენა, არამედ რაღაცებისგან გათავისუფლებაც არის: გია მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g