ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საინტერესო და საჭირო რჩევებს.
ამჯერად, მურღულია ბებიებსა და ბაბუებს მიმართავს და მათ ხუთ რჩევას აძლევს.
“ხუთი რჩევა ბებიებსა და ბაბუებს:
1. ეცადე, პატარებს აჩვენო, რომ ცოდნა ვერ ცვლის გამოცდილებას;
2. მოიპოვე სწავლების მეტი უფლება, ვიდრე ასაკი გაძლევს – შენი სახელით, ცხოვრების წესით, გაკეთებული საქმეებით, უპირობო სიყვარულით – ოთხივე დამაჯერებლობას სძენს შენს რჩევებს;
3. არ დააძალო – შესთავაზე;
4. ასწავლე ქცევით;
5. თუ გსურს ბავშვში ხანდაზმულის გონება გააცოცხლო, არ მოკლა ბავშვი შენში,” – წერს გია მურღულია.