LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ნოდია: „მივმართავ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს, ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ, კი ბატონო, მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?“

124
BeFunky-collage

ექსპერტი გია ნოდია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს მიმართავს და აცხადებს, რომ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია. გია ნოდია მიიჩნევს, რომ პარტიის აქტიურმა მომხრეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ.

ამასთან, ნოდია კითხულობს – რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს „პარტია მკვდრეთით აღდგეს?“

„მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ვინც ბოლო თვეებში მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკითაა დაკავებული.

(მე არც ნიკა მელიას მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ნეიტრალური გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვწერ). ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ. კი ბატონო. მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი, რა უნდა გააკეთოს?

ოღონდ არ თქვათ, ახლა, მიშაო. მიშა ციხეში ზის, არავინ მის გამოშვებას არ აპირებს, ხოლო თვითონ სიგნალებს გვიგზავნის, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო. ამ კონტექსტში კიდევ მიშა-მიშას ძახილი მისი პარტიისთვის სასიკვდილო განაჩენია.

მისი ციხიდან გამოშვების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია და მე მას (ისევე, როგორც ნიკა გვარამიას გამოშვების მოთხოვნას) ასი პროცენტით მხარს ვუჭერ. მაგრამ ეს პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრი ვერ იქნება.

პარტიის აქტიურმა მომხრეებმა ამ პარტიის ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ. ეს მხოლოდ ამ პარტიის საქმე არ არის. მოსწონთ თუ არა ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ მომხრეებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგე ძალად რჩება, ანუ „ოცნების“ შეცვლის იმედს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმრავლესობა მაინც მასთან აკავშირებს.

მაგრამ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია და ამას ყველა ვხედავთ. ბიძინას მთავარი ოცნება, რომ ის რადარებიდან გაქრეს, ჯერ არ აღსრულებულა, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ის შეიძლება რეალისტური გახდეს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ამ პოსტით „ოცნების“ წისქვილზე ვასხამ წყალს. ყველაზე მეტად „ოცნებას“ ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება“, – წერს სოციალურ ქსელში გია ნოდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g