LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია სურამელაშვილი: რამდენჯერმე მიმიყვანა იმ ზომამდე, რომ არ მეცემა არ შეიძლებოდა

32

გადაცემის სტუმარი მომღერალი გია სურამელაშვილი იყო. საუბარი მისი ცხოვრებისა და კარიერის გარშემო წარიმართა.

როგორია გია სურამელაშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ძალიან გადატვირთულია და საბოლოოდ, ამ დღის ბოლოს ვარ საკმაოდ დაღლილი, რომლის შემდეგაც მჭირდება ჭამა, წამოწოლა, დასვენება. ზოგადად, როცა მაქვს საქმე და გადაღებები, ვერ ვჭამ, მხოლოდ სასმელს ვიღებ.

როგორ მოხვდი სცენაზე?
– ეს ყველაფერი ბედის ბრალია. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა გავბედე და დავიწყე, დამეხმარნენ ჩემი უფროსი მეგობრები, არ შემიძლია არ აღვნიშნო ეთერ კაკულია, მედეა  ძიძიგური, მზია კვირიკაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, 18 წლის ვიყავი, თუმცა მანამდე ვსწავლობდი სამსახიობოზე. სიმღერა რაღაცნაირად წამოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

შენს სოლო-კონცერტებზე „ინგრეოდა“ დარბაზი…
– კი ასე იყო და სიმართლე რომ ვთქვა დიდ რისკზე წავედი, რადგან სულ სამი ტელევიზია არსებობდა იმ დროს და ძალიან რთული იყო მათში მოხვედრა. ჩემზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ იქამდე ბევრი დაბრკოლების შედეგად მივედი, თუმცა, ვთვლი, რომ გამიმართლა.

კონკურენცია თუ იყო?
– იმ დროს არ იყო დიდად კონკურენცია, თუმცა თავის დამკვიდრება ძალიან რთული იყო.

ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი არ ჩანდი…
– ცხოვრების პირობები გაფუჭდა და ეს ჩემზეც აისახა. ამის შემდეგ, სრულიად შემთხვევით დამპატიჟეს მოსკოვში და იქ ჩავრჩი. იქაც არ დამიწყია მაშინცვე სიმღერა, თუმცა, კეთილი ადამიანების დახმარებით ვიცხოვრე საკმაოდ კარგად. ამის შემდეგ გარკვეული მიზეზებით დაბრუნება მომიწია, დედა დამეღუპა, შემდეგ ბებია და ამ ყველაფრის მერე დაიჭირეს ჩემი შვილი, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ აღარ მეგონა თუ ოდესმე ვიმღერებდი.

რომელი იყო სიმღერა, რომელიც პირველად გაჰიტდა?
– ეს იყო „მე შენს ნაკვალევს დავეძებ“, რომელმაც რადიოსა და ტელევიზიების შოუები სრულიად მოიცვა. არ შემიძლია არ აღვნიშნო „არ დაიდარდოს“ წვლილი ამ ყველაფერში, ეს რადიო ძალიან დამეხმარა პოპულარობაში.

გია, საკმაოდ ექსცენტრიული ხარ – ეს ყველაფერი შენი იმიჯის ნაწილია თუ სინამდვილეში ასეთი ხარ?
– ალბათ ასეთიც ვარ, ჟურნალისტებიც მისვამენ კითხვებს, რომ იძულებული ვარ ისეთი პასუხები გავცე, როგორსაც ვცემ. რაც შეეხება ხალხს, მე მჯერა, რომ მათ ისე ვუყვარვარ, რომ ცუდად არ გაიგებენ ამ ყველაფერს. ჩემზე იღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ეს ძალიან მომწონს, აინტერესებთ როგორ ვცხოვრობ და რას ვაკეთებ.

– ნარკოდამოკიდებული თუ ყოფილხარ?
– კი, რა თქმა უნდა.

როგორ დაანებე თავი?
– ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ არ მომწონდა ჩემი თავი და ამის მერე მივხვდი, რომ ალკოჰოლი უკეთესია. უფრო შრომისუნარიანი ვიყავი სასმელში, ნარკოტიკების მოხმარების დროს ასე არ ვიყავი.

შვილთან ურთიერთობაზე რას გვეტყვი?
– არაფრის დამალვას არ ვაპირებ. მე ვარ ერთი აწყვეტილი ადამიანი, რომელსაც ვინც უყვარს, იმისგან სწყინს. უკვე მერვე თვეა ამის გამო არც შვილ და არ რძალს არ ველაპარაკები და არ ვურიგდები. გავებუტე ორივეს. ყველანაირი მცდელობაა შერიგების, მაგრამ არ მინდა. შეიძლება ჩემნაირი შოკი ადამიანი რვა თვე არ ნახო? მაგრამ ასეა და არანაირი სურვილი არ მაქვს შერიგების. მხოლოდ შვილიშვილს ვნახავ.

უმძიმესი ხასიათი მაქვს და იმიტომ ვარ მარტო. ზოგადად, საქმეს ფხიზელ მდგომარეობაში არასოდეს ვაკეთებ, სულ ნასვამი ვარ.

გია, თუ გჩუქნიან კვლავ ძვირადღირებულ სამკაულს?
– ბიჟუტერიასაც მჩუქნიან და ძვირადღირებულსაც, მაგრამ მე ოქრო მიყვარს და აქტიურად ვხმარობ. მანქანაც უჩუქებიათ, ბრილიანტებიც. ერთი ადამიანი სახლის ჩუქებას შემპირდა და ველოდები.

ეპილაციას თუ იკეთებ?
– არა, დედამ გამაჩინა ასეთი, არ მჭირდება.

–  გია, ნანობ რამეს ცხოვრებაში?
– ვნანობ, რომ არ ვპატიობ საყვარელ ადამიანებს… შეიძლება იყოს ძალიან აბსურდული მიზეზი, მაგრამ ვერ ვპატიობ. მტკივა ის, რომ ძალიან მიყვარს და ეშლებათ მაინც.

ვინ გიცნობს ძალიან კარგად?
– ბევრია ასეთი, ვინც კარგად მიცნობს.

– შენ გყავდა აურის გამწმენდი ქალი, დღეს თუ გყავს?
– კი, იყო შემოსევების პერიოდი და ის აურას მიწმენდდა, ჩემი მეგობარი იყო.

მკითხავთან თუ ყოფილხარ?
– მე თვითონ მაქვს შინაგანი წინასწარმეტყველება და მკითხავები აღარ მჭირდება.

შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
– ეს არის ჩემი უნიჭიერესი მეგობარი, ინგა შარვაძე, რომელსაც უმოკლეს დროში შეუძლია შემიკეროს სასურველი სამოსი. ზოგადად, ამ საკითხში ძალიან მიჭირს, რადგან ბევრს დავფრინავ და ვარ ძალიან ზარმაცი. არ მიყვარს შოპინგი.

სიბერის თუ გეშინია?
– კი, არ მინდა დავბერდე, თან მარტო ვარ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, იმედია გამოჩნდება ადამიანი, ვინც მე გამილამაზებს ცხოვრებას.

შენი ყოფილი მეუღლე საუბრობდა იმაზე, რომ შენ მას სცემდი…
– მას ჩემი შვილის დედა ჰქვია, თუმცა, ჩემთვის მას არანაირი ფუნქცია აღარ აქვს, ალბათ არც თავისი შვილისთვის. სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ მას ფსიქიკასთან პრობლემები აქვს. მე არ წამიკითხავს ეს ინტერვიუ, თუმცა რამდენჯერმე მიმიყვანა იმ ზომამდე, რომ არ მეცემა არ შეიძლებოდა, სიგარეტს რომ აბოლებდა, ბევრჯერ სიგარეტიც მიმიწვია მისთვის სახეზე.

რატომ?
– იმიტომ, რომ იმსახურებდა.

ამბობენ, რომ ბევრჯერ გიჩხუბია…
– არა, ჩხუბის გარეშე დავშორდები ნებისმიერ ადამიანს. იმას ისიც ეყოფა, რომ მე არ ვეყოლები.

როგორი იქნები 10 წლის შემდეგ?
– რაღაც შოუს ელემენტებს მოვიფიქრებ, ბოლო-ბოლო ბოტოქსები არსებობს…

რამდენი წლის ხარ?
– 47-ის.
შენს შესახებ პაროდიები თუ გინახავს?
–  ვასო ფხაკაძეს თუ გულისხმობთ, ის ჩემი ძმაკაცია და ყველაფერი წინასწარ არის შეთანხმებული. მართალია, რაღაცეები უნიჭოდ გამოსდის, მაგრამ მთლიანობაში არაუშავს.  თუ ჰგონიათ, რომ კარგად აკეთებენ, აკეთონ.

არსებობს თუ არა შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთან ერთადაც დაბერება გინდა?
– ერთ ადამიანს ვატყობ, რომ ვუყვარვარ და თუ გამიძლო, ვიქნები მასთან ერთად ცხოვრების ბოლომდე.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები