LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია უდესიანის ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ

91

გია უდესიანის ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ და გეგმავენ, სუბელიანთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად დაურთონ.

ადვოკატების შეფასებით, გია უდესიანი პოლიტპატიმარია და ჩანაწერში მირზა სუბელიანის ნათქვამმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ჩვენ ვიცოდით დადასტურებულად, რომ გიორგი უდესიანი იდევნებოდა პოლიტიკური მოტივაციით ხელისუფლების მხრიდან და გუშინდელმა ჩანაწერმა დააფიქსირა, რომ ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა, საქმის ფალსიფიკაცია. მირზა საუბრობს, რომ ახდენდა მოწმეების „დაკაჩავებას“ და ჩვენებების მიღებას სხვადასხვა საქმეზე. ამ კონტექსტში საუბრობს ბესიკ ხარძიანის საქმეზეც. უდესიანის წინააღმდეგ შეკერილი მოწმეები ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. სუბელიანის ჩანაწერით ცხადია, რომ ამ პირების ჩვენებები სუბელიანის და მისი ბანდის მიერ ფალსიფიკაციით მიღებული ინფორმაციაა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g