LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ არ უნდა დადიოდეს – ზაზა სარალიძე

155
aqDWSARALIDZE

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მირზა სუბელიანისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება, როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან მან 9 თვე მოიხადა, შესაბამისად, ის საპატიმროს 4 თვეში დატოვებს.

“ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს. ჩემი მიზანია, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, რა ბრალი შეიძლება მომავალში მირზა სუბელიანს წაეყენოს. წესით, მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ, თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდნენ,” – თქვა ზაზა სარალიძემ.

მირზა სუბელიანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სუბელიანს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევას სდებს ბრალად. მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები