LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვ პრეზიდენტისგან, ჩემი შვილის მკვლელობაში ყველა ბრალდებულს გაუუქმოს ყველანაირი სასჯელი და მოუხსნას ნასამართლეობაც კი: ზაზა სარალიძე

208
ზაზა სარალიძე ლ

ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა ბრალდებული, მსჯავრდებული და უკვე მსჯავრმოხდილი ადამიანებისთვის ყველანაირი სასჯელის გაუქმებას და ნასამართლეობის მოხსნას ითხოვს.

სარალიძე იმედოვნებს, რომ „ამჯერად არ გასწევს პრეზიდენტი გვერდზე მისი და მისი ოჯახის ინტერესებს, როგორც ეს საპარლამენტო კომისიის დროს გააკეთა“.

„მე ზაზა ფრიდონის ძე სარალიძე ვითხოვ საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ ყველა ბრალდებულს, მსჯავრდებულს და უკვე მსჯავრ მოხდილი ადამიანებისაკენ გადადგას ჰუმანური ნაბიჯი და გააუქმოს ყველანაირი სასჯელი და მოუხსნას ნასამართლეობაც კი, რომ შეძლონ ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში ჩაბმა.

ქალბატონო სალომე!!!

იმედი მაქვს ამჯერად მაინც არ გასწევთ გვერდზე ჩემი და ჩემი ოჯახის ინტერესებს, როგორც საპარლამენტო კომისიის დროს გააკეთეთ.

გთხოვთ გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები ამ ადამიანების მიმართ და ამ ნაბიჯით დაასრულოთ ჩემი ოჯახის სხვადასხვა მეორდება დისკრედიტაცია და ტალახში ამოსვრა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო“, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები