LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ“

134
გია ვოლსკი

„არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, უსაფუძვლოა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ.

ამავე კონტექსტში ვოლსკიმ თქვა, რომ დღეს, საქართველოში, სიძულვილის ენა ძალიან ინტენსიურად გამოიყენება.

„ვფიქრობ, ეს ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას გეგმაზომიერი, კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება.

არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება, რასაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს. ეს ძალიან ცუდია და ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.

„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი – 100 დოლარიანი პიროვნება“ – რას ჰყვება ბექა ოდიშარია მარკეტში მომხდარ ინციდენტზე

დეპუტატი ჰყვება, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრწანისის რაიონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სამოქალაქო აქტივისტმა, მას რუსული კანონის ხელმომწერი უწოდა.

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ.

არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვამართლებთ და არც მისაღებად მიგვაჩნია!“ – განაცხადა ვოლსკიმ.

დასმულ კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არავინ არის გამოვლენილი და დაკავებული, ვინც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ცემაში მიიღო მონაწილეობა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესი დაწყებულია:

„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“ – რას წერს ზუკა ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის შემდეგ

„არ ვარ მართლმსაჯულების წარმომადგენელი – ვარ პოლიტიკოსი და ვაკეთებ პოლიტიკურ განმარტებას. დანარჩენი ჰკითხეთ ძალოვნებს, რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. რამდენადაც ვიცი, საქმე აღძრულიც არის და გამოძიებაც მიმდინარეობს.

განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, არის უსაფუძვლო იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები