სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელსაც პაატა ლაგვილავა აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, როგორ ულოცავენ გია ყანჩელს 84 წლის იუბილეს კლინიკის თანამშრომლები, სადაც მკურნალობს. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის და ხშირად გადის მკურნალობის კურსს.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. ის მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებებს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ დარბაზში მოისმენთ.
“ნოტების ღმერთი იუბილარია. როგორ მიულოცეს დაბადების დღე გია ყანჩელს”, ვიდეოს ასეთი წარწერა აქვს.
