LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელის ახალი ნაწარმოებების პრემიერა 19 ნოემბერს რუსთაველის თეატრში შედგება – ყველა ბილეთი გაყიდულია!..

kancheli

ამავე კონცერტზე საქართველოში პირველად აჟღერდება მისი კიდევ ორი ნაწარმოები „MIDDELHEIM“ და „T.S.D.“.

გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებენ აღიარებული სოლისტები: პაველ ვერნიკოვი (ვიოლინო), სვეტლანა მაკაროვა (ვიოლინო), ბორის ანდრიანოვი (ჩელო) და უნიჭიერესი ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი – სანდრო ნებიერიძე.

ზემოთ ჩამოთვლილ მუსიკოსებთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი.

დირიჟორები: კახი სოლომნიშვილი და სვიმონ ჯანგულაშვილი

დასაწყისი 20:00 საათზე

კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი Artists Union ConceptArt

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია „ბადაგონი“

საინფორმაციო მხარდამჭერები: „რუსთავი 2“, მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია „პალიტრა“, ამბები.გე, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე სრულად არის გაყიდული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g