LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიდასტურებთ, რომ შეჩერდა CDC-ს პროექტები, ათობით პროექტი იყო, რაც დაპაუზდა – ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!“ – ამირან გამყრელიძე

339
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“ – ირაკლი კობახიძე

გიდასტურებთ, რომ შეჩერდა CDC-ს პროექტები, ათობით პროექტი იყო, რაც დაპაუზდა. სხვა პარტნიორებთან, როგორიც არის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროექტები გრძელდება, მას შორის აშშ-ს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები.

ის, რომ ათობით პროექტი დაპაუზდა, კარგი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწრაფად იყოს აღდგენილი. სახელმწიფო შედარებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში ვიყავით. 2 მილიონი სერიოზული ციფრია, მაგრამ ურთიერთობები ფულში არ გამოიხატებოდა. ისინი აღგვიქვამდნენ სტრატეგიულ პარტნიორებად, ამიტომ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩემს ყოფილ თანამშრომლებს აღარ ეძლევათ კონფერენციებზე სიარულის და ტრენინგებზე დასწრების საშუალება. ამის შენელებას ვანიჭებ მნიშვნელობას, ვიდრე თანხობრივ ნაწილს. სახელმწიფოს შეუძლია კომპენსირებით ამის გაკეთება და როგორც ვიცი, ნაწილს აკეთებს.

მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც CDC-სთან იყო და დაპაუზებულია. ვისურვებდი, სწრაფად აღდგენილიყო ურთიერთობები აშშ-თან. მთლიანად ქვეყანას განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გაგვიჭირდება. ვისურვებდი, ჯანდაცვის სფეროში ეს პროექტები მალე აღდგენილიყო“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტამ, შესაძლოა, ისეთი პროექტის შეწყვეტა გამოიწვიოს, როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, რომ ეს პროექტი აღნიშნული მიზეზის გამო შეწყდება.

„რაც შეეხება C ჰეპატიტის პროგრამას, კონტრაქტია „გილიადთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო კერძო ფარმაცევტული კომპანიაა. ეს კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში. არ მგონია, აღნიშნულ პერიოდში ავადმყოფებისთვის წამლის მიწოდებაში, რომელსაც გვაწვდის „გილიადი“ პრობლემა შეიქმნას. 2026 წლიდან არ ვიცი რა მდგომარეობა იქნება. თუ არ გაგრძელდა, სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ თავისთავზე არ აიღოს. სახელმწიფოს შეუძლია 2026 წლიდან C ჰეპატიტის წამალი, რომელიც 200-300 დოლარის ფარგლებშია შეიძინოს. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს საშიშროება, რომ ეს პროექტი ამ მიზეზის გამო შეწყდება. მეორე ნაწილს სახელმწიფო აფინანსებდა, ეს არის გამოკვლევები, სკრინინგი, სწრაფი ტესტები, სხვა საგანმანათლებლო პროექტები.

მეორე მხარეა, პარტნიორული ურთიერთობების გაციება. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფია, რომელიც აფასებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის მიმდინარეობას ქვეყანაში, ქვეყანას რჩევებს აძლევს 6 მიმართულებით, თუ რა მდგომარეობაა ელიმინაციის კუთხით, გვირჩევენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად. ჯგუფში ჩვენს წამყვან სპეციალისტებთან ერთად შედიან ცნობილი ამერიკელი მეცნიერები, მათ შორის არიან ბრიტანეთიდან, წამყვანი ქვეყნებიდან.

პარტნიორული ურთიერთობების გაციებისას ეს ყველაფერი რომ დაპაუზდეს, არ იქნება ქვეყნისთვის კარგი. პარტნიორული ურთიერთობების მთავარი გამოხატულებაა ეს ყველაფერი და არ ვისურვებდი ამგვარი პროცესები დაპაუზდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g