LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბატკუაშვილი: „ჩემი ხმიდან გამომდინარე ყველას ისეთი ასოციაცია ჰქონდა, რომ ვიყავი მელოტი, მსუქანი და დაბალი, ამ დროს ვარ ორი მეტრი სიმაღლით…“

1255
გიგა-ბატკუაშვილი

დღეს რადიოს დღეა.

რადიო „ფორტუნა პლუსის“ წამყვანი, გიგა ბატკუაშვილი ხატია შამუგიასა და გვანცა კილასონიასთან ერთად „ფორმულას“ დილის ეთერს სტუმრობდა რადიოზე სასაუბროდ.

გიგამ აღნიშნა:

„ჩემი ისტორია 1998 წლიდან იწყება. მაშინ 13 წლის ვიყავი, მაგრამ მოვიტყუე, რომ 15 წლის ვიყავი. მახსოვს პირველი ეთერი, გავთიშე, დამავიწყდა ერთი პატარა დეტალი. მივესალმე მსმენელს, მეგონა, რომ კარგად, მაგრამ 30 წამით ეთერი გაითიშა. მიქშერს ვუყურებ, არაფერი გადის. ყველა ღილაკს ვაწვები, ოღონდ ჩაირთოს. მეგონა, ჩემი კარიერა დასრულდა. მერე დაიწყო სიმღერა და ახლიდან დავიბადე…

მაშინ რადიოს ბუმი მართლა იყო, რეიტინგებს ხსნიდა, ტელევიზიაზე მეტი რეიტინგი ჰქონდა პერიოდულად. აინტერესებდათ, როგორი იყო ესა თუ ის წამყვანი ვიზუალურად. მაშინ მობილურებიც არ იყო. ჩემი ხმიდან გამომდინარე ყველას ისეთი ასოციაცია ჰქონდა, რომ ვიყავი მელოტი, მსუქანი და დაბალი, ამ დროს ვარ ორი მეტრი სიმაღლით…

ის მუსიკა, რომელიც იქმნებოდა 90-იან წლებში, 2000-იან წლებში, უფრო მეტად მელოდიური იყო. მსმენელი მაშინ აბსოლუტურად სხვანაირი იყო. არავის ვაკნინებ, ბუნებრივია, დრო და გემოვნება იცვლება. ის, რაც მაშინ იქმნებოდა, დღესაც ყველას ახსოვს და უყვარს. დღეს რაც იქმნება, ერთჯერადად ხდება პოპულარიზაცია. დღეს ძველი სიმღერების გათანამედროვების ტენდენციებია…“

იუნესკო: „რადიო, როგორც საყრდენი კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის“ – 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

magti 5g