LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მრავალ ახალ წელს შევხვდეთ „ფორტუნასთან“ ერთად და ვიზეიმოთ წინსვლა და წარმატება!..“ – რადიო „ფორტუნა“ 26 წლისაა, „ავტორადიოს“ კი 16 წელი შეუსრულდა!..

1927
page

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ყოველ 31 დეკემბერს რადიო „ფორტუნასა და „ავტორადიოს“ დაბადების დღეს აღნიშნავს.

ყოველ წელს დღესასწაულად ქცეული ზეიმი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან შტრიხებს იძენს.

წელს უკვე 26 წელი შესრულდა, რაც FM სივრცეში „ფორტუნა“ ჟღერდა, ხოლო „ავტორადიოს“ პირველი ეთერიდან დღეს ზუსტად 16 წელი შესრულდა.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგური, მათ შორის „არ დაიდარდო“ და „ფორტუნა პლუსი“ მუდმივად მოწინავე პოზიციებს და რაც მთავარია, მაყურებლის სიყვარულს ინარჩუნებს.

ყოველწლიურად რადიოჰოლდინგის ლამაზ მისაღებში იკრიბებიან ადამიანები, ვისთვისაც რადიოსადგურებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ის მრავალ წელს ითვლის და სიყვარულსა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.

აქ შეხვდებით დიდი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და რაც მთავარია, მუსიკოსებს, რომელთათვისაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი პლატფორმაა საკუთარი ახალი ნამუშევრების წარსადგენად.

წვეულება რადიოჰოლდინგის დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა გუნდის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა გუნდის თითოეულ წევრს, ასევე მენეჯმენტს იმისთვის, რომ კომპანიაში ასეთი პოზიტიური და საქმიანი გარემოა შენარჩუნებული 26 წლის განმავლობაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თათა სადრაძემ კი რადიოსადგურის მუსიკალური წამყვანები ახალი ჰიტის შესასრულებლად მიიწვია.

ამის შემდეგ სცენა დაიკავეს ისევ რადიოს დიჯეებმა, რომელთაც გამორჩეული მუსიკალური მონაცემები აქვთ – გიორგი ჯალაღანიამ და თაკო ოქროპირიძემ ჰიტები არაჩვეულებრივად შეასრულეს.

რადიოჰოლდინგს იუბილე გამორჩეულად მიულოცა „თეატრალურის კვარტეტმა“, რომელმაც საკუთარი რეპერტუარიდან განსაკუთრებული ჰიტები შეკრებილი საზოგადოებისთვის წარმოადგინა და ყველა დამსწრე ააცეკვა.

ლაშა კერვალიძე, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი: 

ჩვენს უსაყვარლეს რადიო „ფორტუნას“, ავტორადიოს“, მივულოცავ დამდეგ ახალ წელს და რა თქმა უნდა, იუბილეს. ჩვენც, შევეცდებით, გაგილამაზოთ ეს დღე. გიმღერებთ რამდენიმე სიმღერას… სიმღერით და ბედნიერად გავაცილოთ 2023 წელი. ძალიან გვიყვარხართ! მრავალს დაესწარით!..

ნათია დუმბაძე: 

„რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ ვულოცავ დაბადების დღეს… ვუსურვებ დიდ სიყვარულს, ბედნიერებასა და წარმატებას! ჩემთვის ამ რადიოჰოლდინგის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ახალ ნამუშევარს ვქმნი, ყოველთვის აქ მომაქვს…

ქეთი ფარესაშვილი: 

ყველა თქვენგანმა იცის, როგორ მიყვარს „ფორტუნა“< ავტორადიო და ვულოცავ მათ იუბილეს!.. მინდა, რომ გისურვოთ წინსვლა, წარმატება, გამარჯვება და განვითარება… რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ რომ არა, ჩვენი სიმღერები და ჩვენი შრომა ასე არ დაფასდებოდა. აქ უსმენს ხალხი. ძალიან მიყვარს „ფორტუნა“. ამდენი ხანია არსებობს, მინდა, ყველაფერი

საუკეთესოდ გქონდეთ.

მიხეილ ცაგარელი: 

ვულოცავ „ფორტუნას“ დაბადების დღეს. 26 წელია, რაც არსებობს და 20 წელია, მე ვარ „ფორტუნას“ წევრი და ვამაყობ ამით. წინსვლა და წარმატებებია წინ. 2024 წელი უნდა იყოს „ფორტუნას“ ახლებური განვითარებას, ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების და შემოქმედებითი სიახლეების წელიწადი. ვამაყობ, რომ ვარ ამ მშვენიერი შემოქმედებითი კოლექტივის წევრი. ვუსურვებ ყოველივე კარგს! მრავალ ახალ წელს შევხვდეთ „ფორტუნასთან“ ერთად და ვიზეიმოთ წინსვლა და წარმატება!.

სოფო ნიჟარაძე: 

ძალიან მიყვარს რადიო „ფორტუნა“ და არც ახლა აკლია, მაგრამ მინდა, კიდევ უფრომეტი მსმენელი და მაყურებელი ვუსურვო. ჩემთვის განსაკუთრებული რადიოსადგურია. რაღაც ახალს რომ ვაკეთებ, ყოველთვის აქ მომაქვს. ახლაც მოვიტანე გიორგჯ ცხადაძესთან ახალი დუეტი. მინდა, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერებისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ყველა თქვენგანისთვის!..

თეონა ჯორბენაძე: 

ვულოცავ იუბილეს. ჩემი თანამშრომლობა „ფორტუნასთან“ ითვლის, ალბათ, დაახლოებით, 21 წელს, შეიძლება, მეტსაც. ეს პერიოდი ძალიან გადაჯაჭვული და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. „ფორტუნა“ არის არა მხოლოდ საინფორმაციო მხარდამჭერი, არამედ დიდი სტიმული და მოტივაცია, როგორ შეიძლება, არასდროს არც ერთ მხარეს არ წარმოადგენდე, შეინარჩუნო სამართლიანობა და ობიექტურობა და მხოლოდ შენი ნიჭით შექმნა ასეთი წარმატებული კომპანია. ეს არის მაგალითი, რომელიც მუდამ მაბედნიერებს და განსაკუთრებულად მიხარია. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ჰოლდინგი არსებობს.

ია ჩანტლაძე: 

რაც „ფორტუნა“ გაიხსნა, მას შემდეგ მისი მუდმივი მეგობარი ვარ. ჩემი ოჯახივითაა ამდენი წელია. თუკი საშუალება მაქვს, 31-ში აქ ყოველთვის მოვდივარ. ახალ წელსაც ვულოცავ, დაბადების დღესაც და მუდამ წარმატებებით ევლოს ჰოლდინგს და „ფორტუნას“ განსაკუთრებით!..

ნიკოლოზ კირვალიძე: 

დაბადების დღეს გილოცავთ!. ამდენი წელია, ეს ჰოლდინგი თავის თამასას არ კარგავს. გისურვებთ წარმატებას, ძალიან ბევრ მსმენელს და ყველაფერ საუკეთესოს!. გილოცავთ ახალ 2024 წელს!..

სტუმრებისთვის რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ გაათამაშა სპეციალურად დაწესებული პრიზები. გათამაშებისთვის სხვადასხვა ჯილდო დააწესეს „სალონმა 58“, სალონმა „ნატიფი“, „ქართულმა სპამ“, „ჰოთსეილმა“, „შატო წინანდალმა“, „კაჭრეთის ამბასადორმა“, „ავერსმა“, „„ლუტეციამ“, ისი პარიმ“, „ივ როშემ“, თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა, „გორგიამ“, „თიშებმა“, „პიელ ნატურალსმა“.

რასაკვირველია, წვეულებაზე გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი „მრავალჟამიერის“ თანხლებით.

2023 წელი რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ განსაკუთრებული იყო, მომავალ წელს კი ის დიდი სიახლეებით ხვდება.

ასალა მოამზადა ნინო მურღულიამ 

ფოტო: დათუნა აგასი