LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნა“ 25 წლისაა, „ავტორადიო“ – 15 წლის გახდა! – საზეიმო მიღება და ცნობილი სტუმრების მილოცვები: „საუკუნის მეოთხედი ყველაზე ღირსეულად გაიარეთ…“

470
mtavari foto

31 დეკემბერი რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ ორმაგად გამორჩეული დღეა. ახალი წლის გარდა, „ფორტუნა“ ზეიმობს მისი დაფუძნების თარიღს – 31 დეკემბერს, ზუსტად 25 წლის წინ, რადიო „ფორტუნას“ ეთერში პირველი ჰანგები გაისმა. მას შემდეგ რადიოჰოლდინგს კიდევ სამი რადიო: „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“, „ფორტუნა პლუსი“ შეემატა და ყველა მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული კვლევის მიხედვით, მოწინავე პოზიციებს არ თმობს. 

უკვე დამკვიდრებული და უცვლელი ტრადიციის თანახმად, ამ დღეს რადიოჰოლდინგში „ფორტუნას“ მეგობრები იკრიბებიან და დაბადების დღეს სიამოვნებით ულოცავენ. 

შეკრებილ სტუმრებს შორის, რასაკვირველია, მუდამ არიან ქართული ესტრადის წარმომადგენლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის კარიერულ წინსვლაში რადიოჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა. 

შეკრებილ სტუმრებს რადიოჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ სიტყვით მიმართა. როგორც ყოველთვის, მან მოწვეულ საზოგადოებას სიახლის შესახებაც აცნობა – ამჯერად რადიოჰოლდინგი ახალ წელს ახალი ხმის ჩამწერი სტუდიით „ფორტუნა რეკორდსი“ ხვდება, რომელსაც მუსიკოსი და მომღერალი, გიორგი დათიაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი დათიაშვილმა აღნიშნა, ყველა სტანდარტის გათვალისწინებით შექმნილ სტუდიაში ოთხივე რადიოსადგურში შესაძლებელია ლაივში კონცერტის გადაცემა. 

თამარ ჩიგოგიძემ საგანგებო მადლობა გადაუხადა თავისი გუნდის ყველა წევრს წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის. 

რაადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მაია მაზანაშვილმა კი ყველა პარტნიორ კომპანიას გადაუხადა მადლობა და განვლილი წელი შეაჯამა. 

ამის შემდეგ სცენა დაიკავეს ყველასთვის საყვარელმა შემსრულებლებმა, გელა დონაძემ და ანუკი ცქვიტინიძემ, რომლებმაც საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე პოპულარული სიმღერები შეასრულეს და საზოგადოების დიდი ოვაციები დაიმსახურეს. 

ნათია დუმბაძე: 

„ყველას ვულოცავ ახალ წელს, რადიო „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ კი 25 და 15 წლის იუბილეს. ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ ახალ წელს.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, 2023 წელს ბევრ ახალ სიმღერას შემოგთავაზებთ, უკვე მზად მაქვს ორი ახალი კომპოზიცია და მათზე კლიპებს გადავიღებ… რასაკვირველია, ყველა სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შედგება!..“

ანუკი ცქვიტინიძე: 

მინდა, რომ ძალიან ბევრი წელი, მუდამ გვახარებდეს თავისი საოცარი მუსიკალური მრავალფეროვნებით, რადიო „ფორტუნა“ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი რადიოა. ასევე ვულოცავ „ავტორადიოს“ 15 წლის იუბილეს. ძალიან წარმატებულები უნდა იყოთ.

რაც შეეხება ჩვენს 2023 წლის პირველი დღეების კონცერტებს – 2 იანვარს ვხვდებით ბედობას ახალ რესტორანში „ქარვასლა“, სადაც მგონია, ძალიან კარგ საღამოს გავატარებთ, იქნება ჩემი და გელას კონცერტი. 7 იანვარს უკვე ტრადიციად ვაქციეთ, რომ ვხვდებით კონცერტზე „ოტიუმში“, ძველით ახალ წელს კი შევხვდებით ბაკურიანში, სასტუმრო „კომორებში,“ ასევე ჩვენს კონცერტზე.

კობა ჭეფხოძე: 

რადიო „ფორტუნას“ ვულოცავ იუბილეს, ასევე „ავტორადიოს“. ვუსურვებ წარმატებებს, ბევრ პრემიერას, გადაცემას, ახალ რუბრიკას. ძალიან მიყვარხართ. მინდა აღვნიშნო, რომ „თეატრალურის კვარტეტის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით.

2023 წელს ბევრი სიახლით ვხვდებით – იქნება ახალი სიმღერები და რაც მთავარია, გაზაფხულზე გაიმართება დიდი კონცერტი, თბილისის დიდ საკოცსაკონცერტო  დარბაზში.

დათო ნოზაძე: 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას. თქვენს მსმენელს კი განსაკუთრებულად ვულოცავ რადიოჰოლდინგის 25 წლის იუბილეს. შემდეგ წელს „შვიდკაცაც“ 25 წლის ხდება, ერთად გავიზარდეთ. გისურვებთ წარმატებას!..

„შვიდკაცასთვის“ განვლილი წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო. 2023 წელს ფილარმონიაში დიდ კონცერტს ვგეგმავთ.

ხატია შამუგია: 

ჩემს საყვარელ რადიო „ფორტუნას“, რომელმაც საუკუნის მეოთხედი ყველაზე ღირსეულად გაიარა, ისე, რომ ყველა რადიოსადგური მოწინავე პოზიციებზეა. მინდა, სულ ასე იყოს – ბევრი მსმენელი, გემოვნებიანი მუსიკა, დახვეწილი წამყვანები და საუკეთესო მარკეტინგი, რომელიც ზურგს უმაგრებს მთლიანად ჰოლდინგს. ყვეალს ვულოცავ, დამფუძნებლით დაწყებული, ყველა თანამშრომლით დასრულებული!..

მას შემდეგ, რაც ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის პატარა იმპროვიზებული კონცერტი დასრულდა, ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიგოგიძემ, პიარის სამსახურის უფროსთან, თათა სადრაძესა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელთან, მაია მაზანაშვილთან ერთად საზეიმო ვითარებაში გაჭრა ტორტი. ტრადიცია არც აქ დაირღვა და ტორტის გაჭრისას ანსამბლმა „შვიდკაცამ“ „მრავალჟამიერი“ შეასრულა. 

სასიამოვნო ღონისძიება ცნობილი პიანისტის, გიგი პიანომენის პერფორმანსით გაგრძელდა, რომელმაც შესანიშნავი ქართული მელოდიები შემოგვთავაზა… 

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები