„მთელი დღევანდელი საქციელი, ცხედრის ამ ფორმით უტიფრად, კატასტროფულად მოტაცება, ამ ბრიფინგზე გაკეთებული მინიშნებებიც, ის რომ ახლა რესურსს ხარჯავენ, ნათელია მოტივაცია რა არის, საზოგადოების თვალში, მათი აზრით, ნაკლებად დამამძიმებელი ვერსია განამტკიცონ.”-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმ რესურსის მეასედი, ახლა რასაც არკვევენ, გადაადგილებას თუ ტელეფონების ამოღებას, მოძალადეების ჯგუფების განეიტრალებაზე რომ დაეხარჯა მთავრობას ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.
„მთელი დღევანდელი საქციელი, ცხედრის ამ ფორმით უტიფრად, კატასტროფულად მოტაცება, ამ ბრიფინგზე გაკეთებული მინიშნებებიც, ის რომ ახლა რესურსს ხარჯავენ, ნათელია მოტივაცია რა არის, საზოგადოების თვალში, მათი აზრით, ნაკლებად დამამძიმებელი ვერსია განამტკიცონ.
ამ რესურსის მეასედი, ახლა რასაც არკვევენ, გადაადგილებას თუ ტელეფონების ამოღებას, მოძალადეების ჯგუფების განეიტრალებაზე, რომ დაეხარჯათ დაორგანიზების ეტაპზე, მთელი ამ წლების განმავლობაში, არამარტო ამ აქციის წინ, ეს უბედურება, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა, ამ უბედურ მდგომარეობაში არ იქნებოდა ქვეყანა.
ამას არ აკეთებდნენ, ამ რეჟიმის ამოცანა და არა პოლიციელების, იყო ამ ძალადობრივი პუტინისტური ჯგუფების, ამ შხამის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ჩვენი ქვეყნის მომავლის, დამოუკიდებლობის და ჩევნი ქვეყნის შიგნით ადამიანების თავისუფლების ხარჯზე“,- აღნიშნავს ბოკერია და დასძენს, რომ ასეთი გამოწვევის დროს „მთავრობის ახლავე გადადგომა ავტომატური საკითხი უნდა იყოს, ჩვენი საბოლოო ამოცანა, ამასთან ერთად არის ივანიშვილის ჩამოცილება სათავიდან, ქვეყნის თავისუფლების რელსებზე დაყენება“
“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ წუთებში კი პარლამენტთან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.