2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ფოთი-ხობი-სენაკის ხმებისთვის იბრძოლებს. საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი.
ფოთელმა კოღოებმა ბოკერიას უთხრეს, რომ ფოთში სისხლს ისინი სვამდნენ და ეს სრულიად საკმარისი იყო ფოთელებისთვის, მაგრამ პოლიტიკოსი მოგების იმედს არ კარგავს.
„ფოთელებს სისხლისმსმელებად ჩვენც ვეყოფით“ – კოღოების გზავნილი ბოკერიას
მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ცდილობს, დაანახოს ადგილობრივებს, რომ მათდამი ძალიან კეთილგანწყობილია და მათთან ერთად აჭარულიც იცეკვა.
ვიდეო: როგორ ცეკვავს თამარ ჩერგოლეიშვილი აჭარულს
ეს არაა ყველაფერი, რაც წყვილმა საარჩევნო კამპანიისთვის მოიფიქრა. თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, სააგიტაციო მაისურები გიგა ბოკერიას გამოსახულებით 2 ლარად გაიყიდება.
„კიდევ ერთ კარგ ტრადიციას დავნერგავთ.
გამოგვდის ამ მაისურების ბეჭდვა.
ონლაინ გავყიდით სიმბოლურ 2 ლარად.
ვისაც მეტი ემეტება, მეტს გადაიხდის და გიგას კამპანიას წაადგება.
ბუნებრივია ბევრი ჯერ ასე ვერ შეგროვდება, მაგრამ კარგი ტრადიცია დაინერგება.(ჭიქებს და მაგნიტებსაც მივაყოლებ, თუ გავბრაზდი)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისივე თქმით, მაისურების შეძენა ყველას შეეძლება, ვისაც მისი გამოწერის სურვილი გაუჩნდება.
https://www.facebook.com/tchergo/posts/10218722808281404