სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინაში კერძოდ, ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენებას გეგმავს, საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“1 თვიანი გიჟური თავგადასავლების შემდეგ სამშობლოსკენ მოვქრი
მალე ძალიან ბევრნი დავიძვრებით უკრაინისკენ და შენებას დავიწყებთ
ჩემო კარგო ქვეყანავ”, – წერს გიგა მაქარაშვილი.
მანამდე, გიგამ სოციალურ ქსელში ბაღის და სკოლის პროექტიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბუჩას მერიამ მათ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მისცა.
ვეღარ იტევს გული, ბუჩაში სკოლასაც ვაშენებთ, ძალიან ლამაზი გამოდის! – გიგა მაქარაშვილი