LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო! კაცი არ ვიყო, შენი სიკვდილი თუ შევარჩინო ამ ბნელებს…“

135
maqarashvililashqarava

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს:

„ბოლო ინტერვიუს რომ წერდა, მე ვედექი ობიექტივის წინ.

ბოლოჯერ რომ დაკეცა შტატივი, მე გადავკიდე მხარზე.

ბოლო სიტყვაც მახსოვს, როცა ბნელები კიბეებზე მორბოდნენ, მუშტი მუშტზე მომარტყა და არ მეშინიაო, მითხრა.

მერე იყო ზარი საავადმყოფოდან და დაპირება, დასვენების ყველა დღეს სისტემის ნგრევაში უნდა მოგეხმაროო.

მერე წავიდა და ყველაფერი გააუფასურა.

დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!

კაცი არ ვიყო, შენი სიკვდილი თუ შევარჩინო ამ ბნელებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g