LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „კარგი ამბავი… ბუჩას საბავშვო ბაღზე ასამდე ადამიანმა მუშაობა უკვე დაიწყო!..“

140
giga

გიგა მაქარაშვილი ბუჩაში ბაღის აშენების იდეით რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა და დღევანდელ სტატუსში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, აღნიშნავს, რომ ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

„ცოტა კარგი ამბები მინდა შემოგაშველოთ.

ბუჩას საბავშვო ბაღის ამბავზე ასამდე ადამიანმა მუშაობა უკვე დაიწყო!

ამ ქვეყნის საუკეთესო არქიტექტორები პროექტს ხაზავენ, მშენებლები საშენ მასალას არჩევენ, მხატვრები ფუნჯებს ლესავენ, დიზაინერები დაფრინავენ ისეთ იდეებს ისვრიან…

მოკლედ, ვემზადებით და დრო დადგა, ოფიციალურ დოკუმენტაციას მივხედოთ!

შაბათს კიევს მივადგები, ბუჩას მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შევხვდები, ბაღის კონცეფციას გავაცნობ, თქვენს სიყვარულს და გამხნევებას გადავცემ.

უკრაინელებთან ერთად უკვე შემდეგ კვირაში დავიწყებთ ტოპოგრაფიაზე, გეოდეზიაზე, სპეციფიკურ რეგულაციებზე მუშაობას და სულ მალე, ისტორიულ პროექტსაც წარგიდგენთ!

მშენებლობის თანხის შეგროვებას, როგორც შევთანხმდით, პროექტის და ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ სპეციალურად ბუჩას ბაღისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე!

მანამდე კი ამ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მჭირდება მცირე დახმარება.

#GE46BG0000000162684987

#GE13TB7962645063300009

ჩემო კარგო ქვეყანავ ??“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g