LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: “მზად ვარ, ვიმორიგეო ნებისმიერ კლინიკაში, გავიტანო ნაგავი, გავართო ინფიცირებული ბავშვები…“

1386
giga201124

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ მზადაა, სამედიცინო სფეროს იქ დაეხმაროს, სადაც მის გამოყენებას შეძლებენ.

გთავაზობთ გიგას სტატუსს ამ თემაზე:

“კრიტიკის მოსმენა თუ არ შეგიძლიათ, იქნებ, დახმარებაზე მაინც არ თქვათ უარი არავითარი სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ შემიძლია, ჩემით ვიყიდო (თუ შესაძლებელია) შესაბამისი სამოსი და ვიმორიგეო ნებისმიერ კლინიკაში!
• გავიტანო ნაგავი
• საწყობიდან პალატებამდე ან ტრანსპორტიდან საწყობამდე ვზიდო წამლები\საწოლები
• გავართო ინფიცირებული ბავშვები
• ხმამაღლა და მხატვრულად ვუკითხო წიგნი ნებისმიერ პაციენტს(ებს)
• დავეხმარო პაციენტებს საკვების მიღებაში
• გულმოდგინედ დავალაგო ფოიე, პალატა, რეანიმაცია, საოპერაციო
• გავეგზავნო ნებისმიერ ინფიცირებულს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ნივთის/საკვების/სამოსის მოტანაში
• ვიმუშაო ცხელ ხაზზე
არც ერთი ლარი გასამრჯელო არ მინდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები