LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე… ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო? არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება“

4397
გიგა მაქარაშვილი

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

ელენე მეგრელიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს წერს მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ელენესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

„ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე. ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო?

არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება, მაგრამ იცოდე, სანამ ვიცოცხლებ, არასდროს დაგივიწყებ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადა­მი­ა­ნი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.

ნეტავ მე მოვმკვდარიყავი ჩემო ელენე 😞 ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო? არც ის ვიცი უშენოდ როგორ გაგრძელდება, მაგრამ იცოდე, სანამ ვიცოცხლებ, არასდროს დაგივიწყებ 💔

Posted by Giga Makarashvili on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g