LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილის საახალწლო სიურპრიზი უკრაინელ ბავშვებს – ასობით განადგურებული სოფელი უნდა გავიარო, გადავწყვიტე, ბავშვებს წამით გავუნათო თვალები.. ერთად ხომ არ ვქნათ?

149
გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი, რომელშიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში საახალწლო ინიციატივის შესახებ წერს.

გიგა მაქარაშვილი აპირებს, ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინის ქალაქები მოიაროს და ბავშვები ტკბილეულით გაახაროს:

„საახალწლოდ ჩავდივარ ხარკოვი/იზიუმი/ხერსონი/ბახმუტში. გზად ასობით განადგურებული სოფელი უნდა გავიარო.

გადავწყვიტე ტკბილეული ვიყიდო და გზად გამოფენილ (დგანან გზებზე და გამვლელ მანქანებს ხელს უქნევენ) ბავშვებს წამით გავუნათო თვალები.

ვივლი მანქანით, რომელსაც დიდი ქართული დროშა ახატია და ჩვენი ქვეყნის სახელით დავარიგებ ყველაფერს.

იქნებ თქვენც გინდათ თითო შოკოლადის ყიდვა? ერთად ხომ არ ვქნათ?“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

გიგა მაქარაშვილი: „ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000 დოლარის გენერატორები! ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა!

„უკრაინელი კაცი გავიცანი, საქართველოში გამოხიზნული მისი მეუღლე და უსინათლო შვილიშვილი შენ შეგიფარებია“ – რას წერს გიგა მაქარაშვილი გუკა რჩეულიშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g