გიგი ადამაშვილს ახალი სიმღერა აქვს, რომელიც ნათია ზეინკლიშვილს ეკუთვნის, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს. ჩანაწერში კლავიშზე ლუკა თოფურია უკრავს, ბასზე კი – ლაშა აბაშმაძე, გიტარაზე – ლევან შარაშიძე, საქსოფონზე – ზურა მახნიაშვილი.
მუსიკალური პროდაქშენი ეკუთვნით ზურა მახნიაშვილს, გიორგი გელიაშვილს, ლაშა აბაშმაძესა და გიგი ადამაშვილს.
კომპოზიციის სახელწოდებაა „ჩემს სიყვარულს“.