LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიგი ადამაშვილის ახალ უცხოენოვან სიმღერაზე ვიდეო გამოვიდა: „მინდა, ჩემი მუსიკა მსოფლიო ბაზარზე გავიტანო…“

120
გიგი ადამაშვილი

გიგი ადამაშვილს ახალი სიმღერა და კლიპი აქვს. კომპოზიციაზე Sweet Marigold მომღერალმა ახლახან ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც „იუთუბზე“ უკვე ხელმისაწვდომია.

გიგი ადამაშვილი: 

„მელოდია მე დავწერე, ტექსტი ჩემმა მეგობარმა, მარიამ ჟორდანიამ.

ვიდეო გადაიღო მახო ყიფშიძემ.

გადაღებები ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სიმღერაც და ვიდეოც ქართულ-ბელგიურმა ლეიბლმა გამოუშვა და ევროპის მასშტაბით აქტიურად დატრიალდება. კომპოზიცია ჩაწერილია „ჰეიმა ფროდაქშენში“.

სიმღერა დავწერე მე, ტექსტი ჩემმა მეგობარმა, მარიამ ჟორდანიამ დაწერა, კლიპი გადაიღო მახო ყიფშიძემ, 1 დღეში გადავიღეთ, ქართულ-ბელგიურმა ლეიბლმა გამოუშვა და ევროპაში აქტიურად გავა. კლიპი ჩემს ოფიციალურ youtube vevo არხზე დაიდო.

ვიდეოში მონაწილეობს ჩემი მეგობარი, ანი დემეტრაშვილი.

რა არის შენი უახლოესი გეგმა?

მინდა, ჩემი მუსიკა მსოფლიო ბაზარზე გავიტანო და ამისთვის ძალას არ ვიშურებ.

ამჟამად კონსერვატორიაში ვსწავლობ და ნელ-ნელა ვგეგმავ საინტერესო რაღაცებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები