LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი კალანდაძე: ჩემი დისკრიმინაციის ახალი ტალღაა, რაც საქართველოს ხელისუფლებას საპირისპიროდ უბრუნდება

196
გიორგი კალანდაძე

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადიციის საკითხი არ დადგება. კალანდაძის განცხადებით, ის გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე კვირაში გაიმართება სასამართლო, რომელიც აღნიშნულ საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ბერლინიდან გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, გადამიყვანეს პოლიციაში, დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, რადგან ვიმყოფებოდი ძებნაზე. გავეცი პასუხი, რომ ერთი თვის წინ გადმოვლახე საზღვარი, მაგრამ არ ყოფილა არანაირი პრობლემა. ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის, რაც საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება საპირისპიროდ.

ეს საქმე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს, 2015 წლის მიწურულს, მაშინ როცა გამოძიება 2013 წელს დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს საქმე არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული. ჩამატებული ვარ ამ საქმეში როგორც ერთ-ერთი ბრალდებული.

დარწმუნებული ვარ, გერმანიიდან ჩემი ექსტრადიციის საკითხი არ დადგება, თავადაც საექსტრადიციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი და რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, რომელიც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ველით“, – აღნიშნა გიგი კალანდაძემ.

გიგი კალანდაძე – ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება დავარწმუნო, რომ მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე გერმანიაში, ბერლინში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.

გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

უწყების განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.

“ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ამ ქვეყანაში, პატრიოტიზმი დასჯადი გახდა” – გოგოლა კალანდაძე დაკავებულ ძმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები